საქართველოა ლამაზი

მთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ნანაში გარინდებული მთა-ბარი, სიცოცხლე ჩვენი გულისა, ჩვენი ოცნების ლამპარი - საქართველოა ლამაზი, „სხვა საქართველო სად არი!შიო მღვიმელი“

გეოგრაფიული მდებარეობა

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით -ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაისმეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
საქართველო ჩ.გ. 41°07' და 43°35' და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა

გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ-ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და ოდითგან დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, შავიზღვისპირა მდებარეობა კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით.საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მდებარეობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს:ა) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს ყუმა-მანიჩის ღრმულზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მდებარეობს.ბ) ძვ. წ. მე-5 საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეროდოტე ევროპასა და აზიას შორის საზღვარს მდინარეებზე — რიონსა და მტკვარზეატარებდა. ამ შეხედულებით საქართველოს ნაწილი ევროპაში ხვდება, ნაწილი კი — აზიაშიგ) თუ ევროპასა და აზიას შორის საზღვარს საქართველოს,სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებზე გავატარებთ (თურქეთთან და ირანთან), მაშინ საქართველო და მთლიანად კავკასია ევროპაში ხვდება.დ) რადგანაც კავკასიაში უფრო ევროპული ტიპის ლანდშაფტები ჭარბობს (კავკასიის ბუნება ევრობის ბუნებას ემსგავსება), ამიტომ საქართველო ევროპაშია.ე) ისტორიის, ტრადიციებისა და რელიგიის გათვალისწინებით საქართველო ევროპას ეკუთვნის.ვ) თუ საზღვრებს კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გავატარებთ, მაშინ საქართველო აზიაში მოხვდება.საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა ამჟამად მეტად ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას იგი სატრანსპორტო „ჩიხში“ იყო და მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობა მხოლოდ მოსკოვის გავლით ხორციელდებოდა. 
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ პრაქტიკულად სატრანსპორტო გზაჯვარედინის ფუნქცია შეიძინა.ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69 700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1 771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1 461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.წყარო 
საქართველოს ტერიტორიის ფართობი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, ამჟამად კი 69700 კვ. კმ-ია. საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი აფხაზეთში, მდინარე ფსოუს ნაპირზე, სოფელ აიბგასთანაა, სამხრეთი – მთა ოკუზდაღთან (სომხეთის საზღვართან), დასავლეთი – დაბა ლესელიძესთან (მდინარე ფსოუს შესართავი) და აღმოსავლეთი – მდინარეების აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილზეა.
საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი ლიხის (სურამის) ქედის დასავლეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
საქართველოს საზღვრების საერთო სიგრძე 1970 კმ-ია. აქედან, სახმელეთოა 1660 კმ, საზღვაო კი 310 კმ.
სახმელეთო საზღვარი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაბა ლესელიძესთან, მდ. ფსოუს შესართავთან იწყება და ამ მდინარის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება მთა აგეფსთამდე. ჩრდილოეთი საზღვარი ძირითადად კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება, თუმცა, მთა ვაციგკფარსიდან მთა შავკლდემდე საზღვარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით ექცევა – და მოიცავს მდინარეების: თერგის, ასას, არღუთისა და ანდის ყოისუს ხეობებს.
აღმოსავლეთი საზღვარი მთა ტინოვროსოდან კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ეშვება, შემდეგ კი მდინარე ალაზნის ქვემო დინებას მიუყვება მინგეჩაურის წყალსაცავამდე.
სამხრეთი საზღვარი შავ ზღვასთან, სოფელ სარფის მიდამოებში იწყება.
კავკასია:
კავკასიის ფართობი 440 ათასი კვ. კმ-ია. იგი ევროპისა და აზიის შესაყარზე, ალპურ-ჰიმალაურ მთათა სისტემის თითქმის ცენტრში მდებარეობს.
კავკასიის საზღვრები აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მკაფიოს არის გამოხატული, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მის სამხრეთ ნაწილზე. იგი პირობითია და ძირითადად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ საზღვარზე გადის ირანსა და თურქეთთან.
კავკასიის უმაღლესი მწვერვალია იალბუზი (5642 მ.), რომელიც ევროპის უმაღლესი მწვერვალიც არის.
დღეისათვის კავკასიაში ოთხი სუვერენული სახელმწიფოა. ფართობით, მოსახლეობის რაოდენობითა და მშპ-ის საერთო მოცულობით საქართველო ჩამორჩება აზერბაიჯანს და წინ უსწრებს სომხეთს.
საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა:
დღეისათვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სამხარეო ერთეულია. თითოეული ერთეული სამსაფეხურიანია: საკრებულო-რაიონი-მხარე. ჩვენს ქვეყანაში სულ 2 ავტონომიური რესპუბლიკა, 64 მუნიციპალიტეტი, 54 ქალაქი, მათ შორის 12 თვითმმართველი ქალაქი, 44 დაბა და 3668-მდე სოფელია.
საქართველოში მოქმედებს 1995 წლის 8 აგვისტროს მიღებული კონსტიტუცია 2010 წლის და მანამდე მიღებული ცვლილებებით. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა რესპუბლიკური მმართველობისაა. კანონის ძალით სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. სწორედ იგი ნიშნავს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს.
ქვეყნის საკანონმდებლო უმაღლესი ხელისუფლება პარლამენტს ეკუთვნის. იგი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით არჩეული 150 დეპუტატისაგან. პარლამენტი ოთხი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს.
პარლამენტში უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტია აყალიბებს მთავრობას. მთავრობა შედგება პრემიერისა და მინისტრებისგან. შესაბამისად მთავრობის სათავეშია პრემიერ-მინისტრი.
პარლამეტის წევრად შეიძლება არჩეული იქნას საქართველოს ყველა მოქალაქე 25 წლის ასაკიდან.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

გამოყენებული ლიტერატურა:


1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий