საქართველოა ლამაზი

მთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ნანაში გარინდებული მთა-ბარი, სიცოცხლე ჩვენი გულისა, ჩვენი ოცნების ლამპარი - საქართველოა ლამაზი, „სხვა საქართველო სად არი!შიო მღვიმელი“

საქართველოს შიგა წყლები


საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით.




 მის ტერიტორიაზე 26060



 მდინარე
მიედინება, რომელთა 




საერთო სიგრძე 26 ათას კმ-ს აღწევს. ამ 



მდინარეების
99,4% მცირე სიგრძისაა 




(25 კმ-ზე ნაკლები).



წყლის რესურსები არათანაბრადაა




 განაწილებული და ძირითადად ქვეყნის 



დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი.





 საქართველოს მდინარეები ორ 



ძირითად აუზს მიეკუთვნებიან, 





რომლებსაც ლიხის ქედი ყოფს. შავი ზღვის



 აუზს
დაახლოვებით 18109 მდინარე





 მიეკუთვნება, ეს საქართველოს 



მდინარეთა საერთო რაოდენობის
70 %-ია,




 ხოლო კასპიის ზღვის აუზს 



7951 მდინარე (30%)
მიეკუთვნება.




 ჰიდროლოგიურად შესწავლილია 



555 მდინარე შავი ზღვის აუზში 





და 528 მდინარე კასპიის ზღვის აუზში.



აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის






 ყველა მდინარე მტკვრის ერთიან 



სისტემას ქმნის და კასპიის ზღვაში






 ჩაედინება, დასავლეთ საქართველოს 



მდინარეები კი შავ ზღვას დამოუკიდებლად 





ერთვიან. საქართველოს 




უდიდესი მდინარე მტკვარი, 






საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ მისი 



შუა წელია (400 კმ) სათავე თურქეთშია






 და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე



კასპიის ზღვაში ჩაედინება. დასავლეთ 






საქართველოს მდინარეებს შორის 



ყველაზე უდიდესი და წყალუხვი 





მდინარე რიონია. იგი მთლიანად 



საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული, 





სათავეს კავკასიონის მთებში 



იღებს და ქუთაისისა და ფოთის 





გავლით შავ ზღვაში ჩაედინება.



საქართველოში 860-მდე ტბაა, მათი






 უმეტესობა ძალიან პატარაა, ამიტომაც



 ტბების საერთო ფართობი 170კვ.კმ-ს 





არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის




 0.24%), უმეტესობა მტკანარია. 





საქართველოში, ყველაზე დიდი 



ფარავანის ტბაა, მოცულობით ტაბაწყურის,





 სიღრმით რიწის (იგი უღრმესია



 ამიერკავკასიის ტბებს შორის).


საქართველოში ჭაობებს განსაკუთრებით






 დიდი ფართობი (225 ათასი ჰა) 



კოლხეთის დაბლობზე უკავია.





 დასავლეთიდან საქართველოს 





აკრავს შავი ზღვა, 





რომლის სანაპირო ზოლის 





სიგრძე საქართველოს ფარგლებში 315კმ.





ჰიდროელექტროსადგურებსა და 





ირიგაციულ სისტემებს 43 წყალსაცავი 



ემსახურება. მათგან 35 აღმოსავლეთ 




საქართველოში მდებარეობს. 



წყალსაცავები ქვეყნის ეკონომიკაში 




უდიდეს როლს ასრულებენ. ამჟამად



 საქართველოში ელექტროენერგიის 75%-ზე მეტი 



 ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება.




 ქვეყნის აღმოსავლეთ,        



 მშრალ ნაწილში ირიგაციას სასიცოცხლო 




მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის.




ქვეყნის მტკნარი მიწისქვეშა წყლების





 ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 





18000 მლნ. მ3-ს შეადგენს. საერთო 






საპროგნოზო-საექსპლუატაციო 





მარაგები დაახლოებით 10600 მლნ. მ3-ია.














მდინარეები:

შავი ზღვის აუზი – ფსოუ, ბზიფი, გუმისთა, 
კოდორი, კელასური, ღალიძგა, ჩხალთა, 
ენგური, ხობი, რიონი, ყვირილა, ძირულა, 
ჩხერიმელა, ცხენისწყალი, ტეხური, სუფსა, 
ნატანები, კინტრიში, ჭოროხი, აჭარისწყალი.
კასპიის ზღვის აუზი – მტკვარი, ფარავანი,
 ფოცხოვი, დიდი ლიახვი, ქსანი, არაგვი, ძამა,
 ტანა, თეძამი, ქცია-ხრამი, ალგეთი, 
დებედა, იორი, ალაზანი.
კავკასიონის   ჩრდ. ფერდობი – სულაკი(პირიქითას ალაზანი),
 თერგი(ასა, არღუნი).
ტბები – ამტყელი, ბაზალეთი, კარწახი, ლისი, 
მადათაფა, პალიასტომი, ფარავანი, საღამო,
 ტაბაწყური, დიდი რიწა, პატარა რიწა, 
ხანჩალი, ჯანდარა, ყელი.
მყინვარები – ლეხზირი, წანერი, ტვიბერი,
 ჭალაათი, ხალდე, ადიში, გერგეთი, 
დევდორაკი, თბილისა, ყვითლოდი, ქვიში, სუათისი.
წყალსაცავები (დას. საქართველო) – ჯვარი (მდ. ენგურზე), 
გალი (მდ. ერისწყალზე),
 გუმათი(მდ. რიონზე), ვარციხე (მდ. რიონზე), 
შაორი, ლაჯანური (მდ.ცხენისწყალზე), 
ტყიბული (მდ. რიონზე).
წყალსაცავები (აღმოს. საქართველო) – ჟინვალი(მდ. არაგვზე), 
წალკა (მდ. ხრამზე), 
სიონი (მდ. იორზე), თბილისი, ალგეთი(მდ. ალგეთზე), 
ზიონკარი (მდ. ლიახვზე).
ჭაობები – ერისწყლის (მდ. ოქუბსა და გაგიდას შორის); 
 ჭალადიდი-ფოთის (მდ. რიონსა 
და ხობს შორის);  ფიჩორა-პალიასტომის (მდ. ფიჩორას ორივე მხარე);
 ისპანი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქის აუზი); 
ნაკარღალის (მდ. ენგურის შესართავი); თიგორი-ჭურიის 
(მდ. ენგურსა და ხობს შორის); ნატანები-სუფსის
(მდ. ნატანებსა და სუფსას შორის); 
ლაითურის (მდ. შარას აუზი).

2 комментария: