საქართველოა ლამაზი

მთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ნანაში გარინდებული მთა-ბარი, სიცოცხლე ჩვენი გულისა, ჩვენი ოცნების ლამპარი - საქართველოა ლამაზი, „სხვა საქართველო სად არი!შიო მღვიმელი“

საქართველოს მინერალური რესურსები

 საქართველოს, თავისი ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, მეტად მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ნებისმიერი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრებიიდან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ტორფი.
ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მხოლოდ 13 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა მაღალია მისი ხარისხი. სავარაუდო რეზერვი 580 მლნ ტონაა, აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე და მის შელფზე, 380 მლნ. ტონას კი – ხმელეთზე. ძალზე პერსპექტიულად ითვლება ტარიბანის ნავთობის საბადო, სადაც, წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია. ქვანახშირის მრეწველობას საქართველოში თითქმის ორი საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ინფორმაცია ტყიბულის მიდამოებში  არსებული ქვანახშირის შესახებ XIX ს-ის 20-იან წლებში გავრცელდა, თუმცა მისი შესწავლა გაცილებით გვიან დაიწყო. XIX ს-ის 80-იანი წლებიდან ცნობილია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.
დღეისთვის საქართველოში ქვანახშირის არსებული რეზერვი 450 მლნ ტონაა, რომელიც შეიძლება კიდევ 700 მილიონი ტონით გაიზარდოს. სამწუხაროდ, ქვანახშირის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ხარისხისაა.
ნავთობის თანმხლები ბუნებრივი აირის მოპოვება წარმოებს სამგორ-პატარძეულსა და თელეთის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგი 1,8 მლრდ კუბ. მ-ია.
მანგანუმს ჭიათურასა და საჩხერეში მოიპოვებენ. იგი შავი მეტალურგიის განვითარებისთვის მეტად საჭირო ნედლეულია. პერსპექტიული თვალსაზრისით, საყურადღებოა ჩხარი-აჯამეთის საბადო ქუთაისისა და თერჯოლის მიდამოებში, აგრეთვე შქმერის, აგარისა და ჯავის საბადოები. სულ საქართველოში გამოვლენილი მანგანუმის სავარაუდო მარაგი 0,5 მლრდ ტონას შეადგენს.
რკინის მადნის საბადოებიდან ყველაზე მძლავრია ფოლადაურის საბადო და მაგნეტიტური ქვიშები გურიის ზღვისპირა ზოლში. აქ რკინის მარაგი 150-200 მლნ ტონაა.  აღსანიშნავია, აგრეთვე, ძამის საბადო, რომლის მარაგი 20 მლნ ტონას შეადგენს.
საქართველოში ფერადი ლითონების საბადოებია: სპილენძ-ტყვია-თუთიის (მადნეული), ტყვია-თუთიის (კვაისა), დარიშხნის (ცანის და ლუხუნის).
ბარიტი გამოიყენება მედიცინასა და ქიმიურ მრეწველობაში, ბარიუმის  პრეპარატებისა და მინერალური საღებავების დასამზადებლად. მშენებლობასა და ქიმიურ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება ანდეზიტი (მარაგი 13 მლნ კუბ.მ). სოფლის მეურნეობაში სასუქად და გაზის მრეწველობაში გამწმენდ საშუალებად წარმატებით იყენებენ ცეოლითებს.
ნავთობ-ქიმიური მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ნედლეულია ბენტონიტური თიხები. საქართველოში მისი სავარაუდო მარაგი 180 მლნ ტონამდეა. იგი გამოიყენება ლითონჩამოსასხმელ საწარმოებში, როგორც საყალიბე მასალა, ასევე როგორც ნავთობის, ცხიმებისა და ღვინის გამწმენდი საშუალება.
ტალკი და სერპენტინიტი ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ძირულას მასივის ტერიტორიაზე მოიპოვება . მათ რუბეროიდის წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში იყენებენ.
საქართველოში მოიპოვებენ მოსაპირკეთებელ  ქვებს: აქატს (ახალციხის მუნიციპალიტეტი), საიუველირო აქატს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), ობსიდიანს (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მათ ზუსტი ხელსაწყოების, საათების წარმოებასა და საიუველირო საქმეში იყენებენ.
საქართველოს მინერალურ რესურსებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მინერალურ  წყლებს. ზოგიერთი მათგანი (ბორჯომი, წყალტუბო და სხვა) მსოფლიო მნიშვნელობისაა. ჩვენში მინერალური წყლების გამოვლინების ორი ძირითადი რეგიონია, კერძოდ: კავკასიონის სამხრეთ კალთებისა და მცირე კავკასიონის. ჯერჯერობით, მინერალური წყაროების უმრავლესობა არასაკმარისადაა შესწავლილი.

საქართველოს სასარგებლო წიაღისეული – მხარეების მიხედვით

აფხაზეთი:
  1. ავადჰარის მინერალური წყარო
  2. გაგრის თერმული წყლები
  3. სოხუმის თერმული წყლები
  4. კინდღის თერმული წყლები
  5. ტყვარჩელის ქვანახშირი
  6. ავადჰარის ვერცხლისწყალი
  7. ახეის ვერცხლისწყალი
  8. ადანგე-მარუხის სპილენძი
  9. აიბგას გაბრო
  10. ოთხარის მოსაპირკეთებელი კირქვა
  11. აფშარის ბარიტი
  12. ტყვარჩელის დოლომიტი
სამეგრელო-ზემო სვანეთი:
  1. მესტიის მინერალური წყლები
  2. სკურის მინერალური წყლები
  3. ლებადეს მინერალური წყლები
  4. ლეგელას მინერალური წყაროები
  5. ცაიშის თერმული წყლები
  6. მენჯის მინერალური წყაროები
  7. ანაკლიის ტორფი
  8. ენგურის ოქროს წიაღისეული
  9. ჭუბერის მარმარილო
  10. დიზის მარმარილო
  11. ხაიშის ბარიტი
გურია: 
  1. გრიგოლეთის ტორფი
  2. იმნათის ტორფი
  3. სუფსის ნავთობი
  4. ნაბეღლავის მინერალური წყარო
  5. ურეკის რკინა
  6. მთისპირის (სახელმძღვანელოებში შეცდომით წერია ასკანის.) ბენტონიტური თიხა.
აჭარა:
  1. ქობულეთის ტორფი
  2. მერისის სპილენძი
  3. ცეცხლაურის სააგურე თიხა.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
  1. ლებარდეს მინერალური წყაროები
  2. მუაშის მინერალური წყარო
  3. უწერის მინერალური წყარო
  4. შოვის მინერალური წყარო
  5. რცხმელურას ტყვია-თუთია
  6. ცანას დარიშხანი
  7. ლუხუმის დარიშხანი
  8. კოდისძირის ვერცხლისწყალი
  9. ზოფხითოს, კვარძახეთის, კინტრიშის დარიშხანი
  10. ზესხოს სპილენძი
  11. კარობის მოლიბდენი
  12. შქმერის მანგანუმი
  13. კვაისის ტყვია-თუთია
  14. კვაიშურის დიაბაზი
  15. მუხლი-წესის თაბაშირი
  16. ბაჯიხევის თაბაშირი
  17. ლეჩხუმის ფოსფორიტი
  18. ჩორდის ბარიტი
  19. ჯვარისის კაოლინური  თიხა
იმერეთი:
  1. წყალტუბოს თერმული წყლები
  2. ქვ. სიმონეთის თერმული წყლები.
  3. სორმის მინერალური წყლები
  4. ზვარეს მინერალური წყლები.
  5. ტყიბულ-შაორის ქვანახშირი
  6. ჭიათურის მანგანუმი
  7. აჯამეთის მანგანუმი
  8. ყვირილას მანგანუმი
  9. კურსების ტეშენიტი
  10. მოწამეთის კირქვა
  11. ეკლარის მოსაპირკეთებელი კირქვა
  12. ტყიბულის სააგურე თიხა
  13. რქვიას გრანიტი
  14. ითავაზის კვარცის ქვიშები
  15. შროშის მარმარილო
  16. შროშის საკერამიკო თიხა
  17. ქროლის კვარცის ქვიშები
  18. მოლითის მარმარილო
  19. ქუთაისის ბარიტი
  20. გუმბრინის ბენტონიტური თიხები
  21. ტყიბულის აქატი (გიშერი)
  22. ქუთაისის ფოსფორიტი
  23. აჯამეთის ქალცედონი
სამცხე-ჯავახეთი:
  1. აბასთუმნის თერმული წყლები
  2. ბორჯომის თერმული წყლები
  3. ბორჯომის მინერალური წყლები
  4. ყვიბისის თერმული წყლები
  5. ციხისჯვრის თერმული წყლები
  6. წაღვერის მინერალური წყლები
  7. ახალციხის მურა ნახშირი
  8. ურაველის მინერალური წყლები
  9. ასპინძის თერმული წყლები
  10. ვარძიის თერმული წყლები
  11. წყალთბილას თაბაშირი
  12. ბაკურიანის ანდეზიტი
  13. ჭობარეთის მარმარილო
  14. ხიზაბავრას ბაზალტი
  15. ახალციხის აქატი
  16. არალის ბენტონიტური თიხა
  17. ქისათიბის დიატომიტი
შიდა ქართლი:
  1. ჯავის მინერალური წყლები
  2. ძამის რკინა
  3. ღართის სპილენძი
  4. უწლევის დიაბაზი
  5. ჩორჩანის ტალკი
  6. აბანოს დოლომიტი
  7. თეძამის ცეოლითი
  8. კასპის საცემენტე მასალა, სააგურე თიხა
მცხეთა-მთიანეთი:
  1. კობის მინერალური წყაროები
  2. შატილის მინერალური წყაროები
  3. კობის ანდეზიტი
  4. ყაზბეგის დიაბაზი
  5. ძეგვის კირქვა
  6. დევდორაკის სპილენძი
  7. ძეგვის ცეოლითი
ქვემო ქართლი:
  1. თბილისის თერმული წყლები
  2. დას. რუსთავის ნავთობი
  3. რუსთავის ბუნებრივი აირი
  4. თელეთის ნავთობი
  5. ნორიო-მარტყოფი-საცხენისის ნავთობი
  6. ხრამის ოქრო
  7. მადნეულის სპილენძი
  8. დამბლუდის სპილენძი
  9. ფოლადაურის რკინა
  10. წითელსოფლის სპილენძი
  11. ბეშთაშენის ბაზალტი
  12. თეთრიწყაროს ბაზალტი
  13. სადახლოს მოსაპირკეთებელი კირქვა
  14. სადახლოს მარმარილო
  15. ბოლნისის ტუფი
  16. ყარადაღის ბაზალტი
  17. მარნეულის გაჯი
  18. გარდაბნის სააგურე თიხა
  19. დავითგარეჯის ბარიტი
კახეთი:

  1. უჯარმის თერმული წყლები
  2. პატარძეულის ნავთობი
  3. ახტალის სამკურნალო ტალახი
  4. მირზაანის ნავთობი
  5. ტარიბანის ნავთობი
  6. პატარა შირაქის ნავთობი
  7. სტორის ნავთობი
  8. ლოპოტის მარმარილო
  9. ალაზნის სააგურე თიხა
  10. საგარეჯოს სააგურე თიხა
  11. ტარიბანას გაჯი
  12. აზამბურის მირაბილიტი
გამოყენებული ლიტერატურა: წიგნი „გეოგრაფია“(სპეციალური კურსი აბიტურიენტებისათვის) ავტორები: მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე

2 комментария:

  1. აქ და კიდევ ბევრ წყაროში წერია ფოსფორიტის საბადო ლეჩხუმში და არსად არაა დაკონკრეტებული სადაა ზუსტად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტყუილად წერია

    ОтветитьУдалить
  2. ლეჩხუმში სადაა ფოსფორიტი? ტყუილი წერია?

    ОтветитьУдалить