კახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ჩეჩნეთი და დაღესტანი. აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი. დასავლეთით მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი. ადმინისტრაციული ცენტრი არის თელავი.კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
მხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 407 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 36 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;
- სოფელი — 276.
გეოგრაფია
კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი(მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმასშორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა.ისტორია
კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.
ტრადიციები
კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ანხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.
ბუნებრივი პირობები
კახეთს მშვენებად სამართლიანად ითვლება ალაზნის ველი, რომელიც
კავკასიონის მთავარ და გომბორის ქედებს შორის მდებარეობს. გარე
კახეთი მოიცავს ივრის ზეგანს, გომბორის ქედს და იალნის ქედს.
ივრის ზეგანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი გადადის ელდარის
ვაკეში, რომელიც საქართველოში სიმშრალის პოლუსია აქ
გავრცელებულია ნახევარუდაბნოს ტიპის მცენარეულობა.კახეთის
კავკასიონი ციცაბო ფერდობით ეშვება ალზნის ველზე . მისი
უმაღლესი მწვერვალია შავი კლდე (3578) კავკასიონის ქედზე არის
აბანოს და ყადორის უღელტეხილები. აბანოს უღელტეხილი კახეთს
აკვაშირებს თუშეთთან ხოლო ყადორის-დაღესტანთან. ბუნებრივი
რესურსები – ნავთობი (სამგორ – პატარძეული) მარმარილო
ლოპოტაში
(ახმეტა) კირქვა სპილენძი ახტალის სამკურნალო ტალახი ბუნებრივი
აირი მინერალური წყლები ეკონომიკა კახეთის ეკონომიკას
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კვების მრეწველობას. წამყვან
დარგად ითვლება: ღვინის, მზესუმზირის, საკონსერვო, ზეთისა და
თამბაქოს წარმოება. სრაფად ვითარდება სათბობ – ენერგეტიკული და
ხე – ტყის გადამამუშავებელი მრეწველობა. კახეთში ძირითადად
საავტომობილო ტრანსპორტია განვითარებული. თბილისიდან
თელავისკენ ორი გზა მიდის – გომბორის უღელტეხილზე და
გომბორის ქედის შემოვლით. მდინარეები: ალაზანი, იორი (დურუჯი)
ნაკრძალები: ბაბანაურის ნაკრძალი გადაჭიმულია კავკასიონის ქედზე
ახმეტის რაიონში, მდ ალაზნის ნაპირზე. აქ დაცულია უნიკალური ხე
ძელქვა. ბაწარის ნაკრძალი მდებარეობს ახმეტის რაიონში ალაზნის
მარჯვენა ნაპირზე. აქ დაცულია მცენარე უთხოვარი რომელსაც ერევა
წიფელი და სხვა ჯიშები. 1970 წელს შეიქმნა ბაწარა – ბაბანაურის
ნაკრძალი. ვაშლოვანის ნაკრძალი მდებარეობს ელდარის ველზე.
ბალახეული საფარიდან გაბატონებულია ვაცისწვერა ხოლო ხე –
მცენარეებიდან სვიები, ძეძვი, ბროწეული. ფაუნიდან: დათვი,
აფთარი, ღორი. ფრინველებიდან კაკაბი. აქ ასევე დაცულია პანტები.
ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა 1912 წელს და ის იყო პირველი
ნაკრძალი საქართველოში. ის მდებარეობს კავკასიონის ქედის
სამხრეთ ფერდობზე. ალაზნის მარცხენა ნაპირძე. აქ გვხვდება წაბლი,
ქართული მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი. მარიამ ჯვრის ნაკრძალი
რომელიც წარმოდგენილია გომბორის ქედის სამხრეთით ფერდობზე.
ყველაზე ღვარცოფიანი ადგილია მდინარე დურუჯი

კურორტი – ახტალის ტალახი გურჯაანში ( ბალნეოლოგიური)
Комментариев нет:
Отправить комментарий